Thursday, March 11, 2010




1.პროექტის სახელი:" როკვით განფენილი ქართული სული. "

.პროექტუს მოკლე აღწერა :პროექტი ეძღვნება ქართულ ცეკვას.ქართული ცეკვის გამოჩენილ კორიფეებს.

3.პროექტის სრული აღწერა: მოსწსვლეები ისტ–ის დახმარებით მოიძიებენ ინფორმაციას ქარტული ცეკვის ისეთი კორიფეების შესახებ, რიგორებიც იყვნენ ნინო და ილიკო სუხიშვილები და მათი საქმის გამგრძელებლებისშესახებ.ფოტო და ვიდეო მასალის გამოყენებით გაეცნობიან მათ ხელოვნებას.ნახავენ ქართული ფილმ ''ქეთო და კოტეს",რომელმაც შემიგვინახა ნინო და ილიკო სუხიშვილების უნიკალური კადრები.
მოსწავლეები ეწვევიან ხელოვნების მუზეუმს,სადაც დაცულია ნინო რამიშვილის უნიკალური საცეკვაო კაბები.ასევე მისი პირადი ნივთები.
მოსწავლეები გაარკვევენ სიტყვა "როკვის" მნიშვნელობას.მოიძიებენ იმ ლიტერატურულ მასალას და მწერლებს, რომლებსაც გამოყენებული აქვთ სიტყვა ''როკვა''.
გაეცნობიან ასევე ''ერისიონის'' შემოქმედებას.
4.მონაწილეთა ასაკი: 14–15 წელი.

5:ვადები/ხანგრძლივობა: პროექტი განხორციელდება 3 თვის ვადაში.

6.პროექტის შესაძლო აქტივობები: 1.გონებრივი იერიში.მოსწავლეთა დაინტერესება ქართული ხელოვნებით.მოსწავლემ უნდა გაიგოს,რომ ცეკვა არ არის მხოლოდ ვიზუალური სანახაობა,ის მოზარდს უვითარებს კინესთეტიკურ ინტელექტს,ხელს უწყობს ლამაზი სხეულის ჩამოყალიბებას.ჯანსაღი ცხოვრება კი მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა. ცეკვა მოითხოვს ადამიანისაგან დიდ მოთმინებასა და შრომას.
ქალაქში არსებულ ქორეოგრაფიულ სტუდიებში ვიზიტი.მოსწავლეები დაესწრებიან რეპეტიციებს.ის მოსწავლეები, რომლებმაც წარმატებას მიაღწიეს ამ სფეროში ჩაატარებენ ღონისძიებას,სადაც მოწვეული იქნებიან ქორეოგრაფები.



მოვიწვევთ სუხიშვილების ნაციონალურ ბალეტს .გვექნება მათთან შეხვედრა ,გავიცნობთ პირადად ,მოვისმენთ მათ პირად ცხოვრებაზე საინტერესო ამბებს.



შემდეგ გაიმართება მათი სოლო კონცერტი ე.მანჯგალაძის სახელობის კულტურის სახლში,სადაც მოწვეული იქნებიან პედაგოგები ყველა სკოლიდან და მოსწავლეები.შემდეგ გაიმართება ბანკეტი.
7:მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეების მიერ მოძიებული მასალა გამოქვეყნდება სასკოლო გაზეთში,რაიონის ''მაცნეში''.მოკლე რეპორტაჟის ჩვენებას მოვაწყობთ კურიერის მეშვეობით,სადაც ყველას ექნება შესაძლებლობა ნახოს მოსწავლეთა მიერ მომზადებული რეპორტაჟი.შეიქმნება ფოტო ალბომი.ინტერნეტში განთავსდება ყველა ინფორმაცია და დაინტერესებულ პირს ექნება სშუალება იხილოს .

8.სარგებელი სხვებისთვის: ის ვინც დაინტერესდება პროექტით გაიგებს ქართული ცეკვის ისტორიას,გაეცნობიან გამოჩენილ მოცეკვავეებს.გაიგებენ ქართული ნაციონალური ბალეტის მიღწევებისა და გასტროლების შესახებ.გაიგებენ რა კავშირია სპორტსა და ცეკვას შორის და საერთოდ რა სიკეთე შეიძლება მოუტანოს მოზარდის სულსა და სხეულს ხელოვნებამ,როგორ წარმართოს მოზარდმა თავისი გრძნობები და ემოციები .როდესაც ქვეყანას ჰყავს ისეთი ნიჭიერი ქორეოგრაფები,როგორებიც ნინო და ილიკო სუხიშვილები იყვნენ და მათ ღირსეული გამგრძელებლები ჰყავთ,რომლებმაც საქართველოს სახელი მსოფლიოს გააცვნეს . ასეთი ადამიანების არსებობა სტიმულია მომავალი თაობებისათვის.



9.სამუშაო ენა: ქართული.





10.მონაწილეები სხვა სკოლებიდან: არ არის.

11.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კაშირი: ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:



ლიტერატურაში –მოიძიებენ მასალას,ჩამოუყალიბდებათ დამოუკიდებელი კვლევის უნარი,შეძლებენ ესეს დაწერას.



საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენებაში–ინტერნეტში მასალების მოძიებით,დამუშავებით,ვიდეო და ფოტო მასალების მოძიებით,ბლოგში ნამუშევრების განთავსებით.

ხელოვნებაში –გამოუმუშავდებათ შემოქმედებითი უნარ–ჩვევები.


12.პროექტის ფასილიტატორი: თეა გაგუა.

13.ფასილიტატორის ელ.ფოსტა:tea.gagua2010@gmail.com

14პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:tgagua2010.blogspot.com